вторник, 2 октября 2018 г.


თემატური გეგმა მათემატიკაში

I კლასი   დალი ჭიჭინაძე

შესასწავლი
თემა
,,რიცხვები 1-დან 5-მდე
შესასწავლი მასალა 
  1. მარცხნივ, მარჯვნივ, შუაში
  2. ზევით, ქვევით, შუაში
  3. წინ, უკან
  4. დაწყვილება
  5. შიგნით და გარეთ
  6. სტრიქონი და სვეტი
  7. მიმდევრობა
  8. ერთი
  9. ორი
  10. სამი
  11. ოთხი
  12. ხუთი
  13. მეტ-ნაკლებობის ნიშანი
  14. ტოლობის ნიშანი.
სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ
  • მოსწავლეებს შეეძლოთ სივრცეში ორიენტაცია და ცნებების სწორად გამოყენება( მარჯვნივ, მარცხნივ, შუაში, ზევით, ქვევით, წინ, უკან)
  • რაოდენობების შედარება დასკვნებით: მეტი ან ნაკლები
  • მეტ-ნაკლებობის და ტოლობის ნიშნების სწორად გამოყენება
  • 1-დან 5-მდე რაოდენობების, მათი სახელების, ციფრების სწორად გამოყენება, დაწერა, გროვის შექმნა.
საკვანძო კითხვები

  • რომელია მეტი? ნაკლები? ტოლი რაოდენობა?
  • მაჩვენე მარჯვენა, მარცხხენა. რომელია ზევით? ქვევით?
  • რომელი რგოლია რთული წირის შიგნით? გარეთ?
  • სად მდებარეობს წერტილი?რომელია სტრიქონი? სვეტი? ცხრილი? უჯრა?
  • როდის ვიყენებთ მეტ-ნაკლებობის ნიშანს? ტოლობის დროს რა ნიშანს ვიყენებთ?
მკვიდრი წარმოდგენები
  • მოსწავლეები შეძლებენ სივრცე|ში სწორად ორიენტირებას და ცნებების სწორად გამოყენებას( მარჯვნივ, მარცხნივ, შუაში, ზევით, ქვევით, წინ, უკან)
  • შეძლებენ რაოდენობების შედარებას ვიზუალურად მეტ-ნაკლებობის ცნების გამოყენებით
  • შეძლებენ მეტ-ნაკლებობის ნიშნის სწორად დასმას გროვების რაოდენობებს შორის.
  • შეძლებენ 1-დან 5 მდე რიცხვების სწორად დაწერას რაოდენობის შესაბამისად.
შეფასების კრიტერიუმები
 შემაჯამებელი ბარათები, შეფასების რუბრიკები .განმავითარებელი შეფასება,კომენტარი.
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

  •   ქმნის ტოლი რაოდენობის საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობას მათი დაწყვილებით.
  • ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით- მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს.
  • კითხულობს და წერს რიცხვებს , გამოხატავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
  • მოცემული გროვისათვის ასახელებს ამ გროვის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამათებით რაოდენობას.
  •  მიმდევრობის მოცემული ფრაგმენტის მიხედვით ავსებს ამ მიმდევრობის რამდენიმე თანმიმდევრულ ღია პოზიციას.
კომპლექსური დავალებები

  • სხვადასხვა ფერის გროვების შექმნა -შედარება.
  • სურათების აღწერა.
  • სხვადასხვა საგნებით მიმდევრობების შექმნა.

  • წერითი სავარჯიშოები.
  • სხვადასხვა  ფერის მაგნიტების დაწყვილება დაფაზე.
  • გროვებს შორის მეტ-ნაკლებობის და ტოლობის ნიშნის ჩასმა.
  • სტრიქონზე და სვეტზე საგნების განლაგება. მსგავსი სავარჯიშოების შესრულება ნახატების ან სურათების გამოყენებით.
შესასწავლი
თემ
,,ვივარჯიშოთ 5-მდე ანგარიშში
შესასწავლი მასალა 
1.შეკრება
2.მერამდენეა?
3. სამეულები
4. ოთხეულები
5. ხუთეულები
6.ცხრილი და ციფრები
7. თეთრები
8. ლარები
9. რამდენიმე არე.
სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ
  • მოსწავლეებს  შეეძლოთ  5-მდე რაოდენობების შეკრება საგნებზე მოქმედების შესრულებით და შეკრების ჩაწერა სიმბოლოებით.
  • ფულის ისეთი ნომინალის ცოდნა, რომელზედაც გამოსახულია რიცხვები 5 ის ფარგლებში
  • საგანთა გროვებიდან სამეულების, ოთხეულების, ხუთეულების გამოყოფა
  • 5-მდე რიგობითი რიცხვითი სახელების სწორად გამოყენება.
  • შედარებით რთული წირებით შექმნილი არეების გამოყოფა და მათი გადათვლა.
  • ცხრილის, სვეტის, სტრიქონის და უჯრის იდენტიფიცირება.
საკვანძო კითხვები
  •  რას ნიშნავს არე?
  • რამდენი გროვაა?
  • როგორ გამოვყოთ გროვები?
  • რამდენი არეა? რომელია შიდა? გარე?
  • რომელია სვეტი? სტრიქონი? უჯრა?
მკვიდრი წარმოდგენები
  • მოსწავლეები შეძლებენ 5-მდე რაოდენობების შეკრებას საგნებზე მოქმედებების შესრულებით და ჩაწერენ მათ სიმბოლოების გამოყენებით.
  • შეძლებენ 5-ის ფარგლებში ფულის ნომინალის ამოცნობას.
  • შეძლებენ საგანთა გროვებიდან სამეულის, ოთხეულის, ხუთეულის გამოყოფას.
  • შეძლებენ 5-მდე რიგობითი რიცხვითი სახელების სწორად გამოყენებას.
  • შეძლებენ შედარებით რთული წირებით შექმნილი არეების გამოყოფას და გადათვლას.
  • შეძლებენ ცხრილის, სვეტის, სტრიქონის და უჯრის იდენტიფიცირებას.
შეფასების კრიტერიუმები
განმავითარებელი შეფასება კომენტარი, შემაჯამებელი ბარათები, შეფასების რუბრიკები .
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

  • ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით- მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს.
  • კითხულობს და წერს რიცხვებს , გამოხატავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
  • მოცემული გროვისათვის ასახელებს ამ გროვის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამათებით რაოდენობას.
კომპლექსური დავალებები
  • მცირე გროვების გადათვლა
  • წერითი დავალებები
  •  რაოდენობის შესაბამისი რიცხვების ჩაწერა
  • გროვებიდან სამეულების, ოთხეულების, ხუთეულების გამოყოფა
  • ფულის ერთეულების ამოცნობა
  • წირების შექმნა და არეების განსაზღვრა
  • ცხრილებში სვეტის და სტრიქონის განსაზღვრა.
  • უჯრის ცნების განმარტება.
შესასწავლი თემა

,,რიცხვები 6-დან 10-მდე
შესასწავლი მასალა 
  1. ექვსი
  2. შვიდი
  3. რვა
  4. ცხრა
  5. ათი
  6. გამოკლება
  7. არეების საზღვრა
  8. რამდენით მეტია?  რამდენით ნაკლებია?
  9. 5-მდე შევსება
  10. 10-მდე შევსება
სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ
  • მოსწავლეები შეეძლებენ 6-დან 10-მდე რაოდენობების, მათი სახელების და შესაბამისი სიმბოლოების-ციფრების სწორად გამოყენება, სახელის მიხედვით ციფრის ჩაწერა, ციფრის შესაბამისი გროვის შექმნა.
  • გამოკლების მოქმედების შესრულება და გამოკლების ნიშნის სწორად გამოყენება.
  • რაოდენობის შედარება და დადგენა რამდენით მეტია ან ნაკლებია.
  • შედარებით რთული წირების არეების იდენტიფიცირება და ამ არეების საზღვრების დადგენა.
საკვანძო კითხვები
  • აღწერე  სიტყვიერად შეკრების, გამოკლების, ტოლობის შედეგის ცნებები.
  • რამდენით მეტია? რამდენით ნაკლებია?
  • რომელია არის საზღვარი?
  • როგორ შევავსოთ 5 -მდე?
  • როგორ შევავსოთ-10- მდე?
მკვიდრი წარმოდგენები
  • მოსწავლეები შეძლებენ 6-დან 10-მდე რაოდენობების მათი სახელების და შესაბამისი სიმბოლოების სწორად გამოყენებას და ციფრების ჩაწერას.
  • შეძლებენ ციფრის შესაბამისი გროვების შექმნას
  • შეძლებენ გამოკლების მოქმედების შესრულებას და გამოკლების ნიშნის სწორად გამოყენებას.
  • შეძლებენ რაოდენობების შედარებას და დადგენას რამდენით მეტია ან ნაკლებია.
  • შეძლებენ შედარებით რთული წირების იდენტიფიცირებას და არეების საზღვრების დადგენას.
შეფასების კრიტერიუმები
განმავითარებელი შეფასება კომენტარი, შემაჯამებელი ბარათები.
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი
მათ.(I)
  • ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით- მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს.
  • კითხულობს და წერს რიცხვებს , გამოხატავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
კომპლექსური დავალებები
  • რაოდენობების დათვლა და შესაბამისი რიცხვის ჩაწერა
  • შეკრება-გამოკლების მოქმედებების ჩაწერა
  • გროვების შექმნა და მათიშედარება
  • რთული წირების შექმნა. და არეების და საზღვრების დადგენა.
  • რაოდენობების 5-მდე და 10-მდე შევსება
შესასწავლი
თემა
,,ვივარჯიშოთ 10-მდე ანგარიშში
შესასწავლი მასალა 
1.რიცხვების დალაგება ზრდადობით
2.რიცხვების დალაგება კლებადობით
3. რიცხვების კიბე
4. ნული
5. გამოსახულება
6. გამოსახულების და რიცხვების შედარება
7. გზაჯვარედინები წირზე
8. შესაკრებები და ჯამი
9. საკლები, მაკლები, სხვაობა.
სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ
  • 10-მდე რაოდენობების შეკრება და გამოკლება საგნებზე მოქმედების შესრულებით. შეკრების და გამოკლების ჩაწერა სიმბოლოებით.
  • ,,ცნებების:  ,,შესაკრები, ,,ჯამი, ,,საკლები, მაკლები, ,,სხვაობა სწორად გამოყენება.
  • წირის გზაჯვარედინების იდენტიფიცირება.
  • გროვის პატარა ტოლ გროვებად მოწესრიგება და ჩაწერა სიმბოლოებით გამოსახულების სახით.
  • რამდენიმე რიცხვის  ზრდადობის და კლებადობის მიხედვით დალაგება.
საკვანძო კითხვები
  • რამდენი ხუთეულია?? რამდენჯერაა აღებული? სამეული რამდენია?რამდენჯერაა აღებული? ოთხეული რამდენჯერ?
  • როგორ ჩავწეროთ? მაგ: სამი ოთხეული, ორი ხუთეული,
  • როგორ წარმოვთქვათ ჩანაწერი სწორად?
  • რომელია ზრდადობა? კლებადობა?
მკვიდრი წარმოდგენები
  • მოსწავლეები შეძლებენ 10-მდე რაოდენობების შეკრებას და გამოკლებას საგნებზე მოქმედების შესრულებით. შეკრების და გამოკლების ჩაწერას სიმბოლოებით.
  • მოსწავლეები შეძლებენ ,,ცნებების:  ,,შესაკრები, ,,ჯამი, ,,საკლები, მაკლები, ,,სხვაობა სწორად გამოყენებას.

  • მოსწავლეები შეძლებენ გროვის პატარა ტოლ გროვებად მოწესრიგებას და ჩაწერას სიმბოლოებით გამოსახულების სახით.
  • ეძლებენ რამდენიმე რიცხვის  ზრდადობის და კლებადობის მიხედვით დალაგებას.
შეფასების კრიტერიუმები
განმავითარებელი შეფასება კომენტარი, შემაჯამებელი ბარათები.
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

  • ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით- მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს.
  • კითხულობს და წერს რიცხვებს , გამოხატავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
  • სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობისა დაშედეგის ცნებებ სხვადასხვა კონტექსტში.
  • ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებას.
კომპლექსური დავალებები
  • გროვების შექმნა: სამეული, ოთხეული, ხუთეული .
  • გროვის შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება

  • შეკრება-გამოკლების მაგალითების ჩაწერა
  • გამოსახულების მიხედვით გროვის შექმნა.
  • რთული გამოსახულების სედგენ გროვების მიხედვით.
შესასწავლი
თემა
,,რიცხვები 11-დან 15-მდე
შესასწავლი მასალა 
  1. ათეული
  2. თერთმეტი
  3. ორმეტი
  4. ცამეტი
  5. თოთხმეტი
  6. თხუთმეტი
  7. გახსნილი წირი და მონაკვეთი
  8. ტეხილი
  9. ჯამების შედარება
  10. სხვაობების შედარება
  11. 10 თეთრი და 10 ლარი.
სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ
  • 10-დან 15-მდე რაოდენობების, მათი სახელების და შესაბამისი სიმბოლოების-ციფრების სწორად გამოყენება, ჩაწერა,  შესაბამისი გროვის შექმნა, მოცემული რაოდენობების სახელდება და ციფრებით ჩაწერა.
  • 10-დან   15-მდე რაოდენობების შეკრება და გამოკლება საგნებზე მოქმედების შესრულებით, შეკრების და გამოკლების ჩაწერა სიმბოლოებით.
  • გახსნილი წირების იდენტიფიცირება, ცნებების ,,მონაკვეთი და ,,ტეხილი დაუფლება.
საკვანძო კითხვები
მიჩვენეთ გახსნილი წირი?
  • რა არის მონაკვეთი?
  • რისგან შედგება ტეხილი?
  • რომელია შეკრული ტეხილი? გახსნილი?

  • როგორ ჩავწეროთ რიცხვები?(11, 12,13,14,15) დაა..
მკვიდრი წარმოდგენები
  • მოსწავლეები შეძლებენ  10-დან 15-მდე რაოდენობების, მათი სახელების და შესაბამისი სიმბოლოების-ციფრების სწორად გამოყენებას, ჩაწერას,  შესაბამისი გროვის შექმნას, მოცემული რაოდენობების სახელდებას და ციფრებით ჩაწერას.
  • მოსწავლეები შეძლებენ  10-დან   15-მდე რაოდენობების შეკრებას და გამოკლებას საგნებზე მოქმედების შესრულებით, შეკრების და გამოკლების ჩაწერა სსიმბოლოებით.
  • მოსწავლეები შეძლებენ  გახსნილი წირების იდენტიფიცირებას, ცნებების ,,მონაკვეთი და ,,ტეხილი დაუფლებას.
  • რომელიმე ხერხით (აპლიკაცია, ნახატი) ქმნის დასახელებული ფორმის ბრტყელი ფიგურის მოდელს ან გამოსახულებას.
შეფასების კრიტერიუმები
განმავითარებელი შეფასება კომენტარი, შემაჯამებელი ბარათები.
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

  • ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით- მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს.
  • კითხულობს და წერს რიცხვებს , გამოხატავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
  • აღწერს მითითებულ გეომეტრიულ ფიგურას.
  • სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობისა და შედეგის ცნებებ სხვადასხვა კონტექსტში.
  • ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებას.
კომპლექსური დავალებები
  • რიცხვების ჩაწერა რაოდენობების მიხედვით
  • სხვადასხვა ნივტების გამოყენება რაოდენობების შესადგენად.
  • მონაკვეთის, გახსნილი და შეკრული ტეხილის დახაზვა.
  • წირიდან მონაკვეთის გამოყოფა
  • მაგალითების ჩაწერა.


Комментариев нет:

Отправить комментарий